Quantcast
Channel: სექსოლოგია – GeoAnswer
Viewing all articles
Browse latest Browse all 577

ორგაზმის დეფიციტი :)

$
0
0

გამარჯობათ,ვარ 28 წლის,სიყვარულით შევქმენი ოჯახი 1 წელია,მე და ჩემი მეუღლე 6 წელი შეყვარებულები ვიყავით,სექსი არ გვქონია ქორწინებამდე მაგრამ არც დაგვიკლია სხვაგვარად სიამოვნების მიღება :) ქორწინების ღამე საშინლად მახსენდება და შემდგომი დღეებიც..საშინლად მტკიოდა და ვერაფრით დაირღვა აპკი..მივედი ბოლოს გინეკოლოგთან და აღმომაჩნდა ძგიდე,რასაც ქირურგიული ჩარევა ჭირდებოდა,სანამ ამას გავიგებდი კაი ხანი ვიწვალეთ..სექსის გაგონებაც აღარ მინდოდა,არადა მანამდე რაგაც ფანტასტიური წარმომედგინა..მოკლედ გავიკეთე ეს ქირურგიული ჩარევა,თავიდან ცოტა ტკივილები მქონდა,მერე ცოტა იკლო მაგრამ სიამოვნებას ვერ ვგრძნობდი,საერთოდ ვერ ვგრძნობდი სასქესო ორგანო შიგნით იყო თუ გარეთ :) მერე კი ვიგრძენი,ცოტათიც მსიამოვნებდა მაგრამ ორგაზმს ვერ განვიცდი,ეს უკვე თვეებია გრძელდება,მე ვაგინალურ ორგაზმს ვგულისხმობ თორე კლიტორულს კი განვიცდი და ისიც ორალურის დროს,ისე ვერა..პლიუს ამას მიჭირს აღგზნება,დიდი ხანი მჭირდება..აი ვაგინალურ ორგაზმს კი ვერ ვეღირსე..ჩემი მეუღლე ყველანაირად მეხმარება და მიწყობს ხელს,მაქსიმალურად ახანგრძლივებს პროცესს..მაგრამ არაფერი მშველის..აქ ბათუმში სამწუხაროდ სექსოლოგი არ გვყავს :) ჩამოვედი თბილისში და ერთერთ ცნობილ მამაკაც სექსოლოგთან მივედი,მეგონა ძაან გახსნილად დამელაპარაკებოდა ყველა დეტალზე,ის კი ნამიოკებით მელაპარაკებოდა,მე უფრო გახსნილი ვიყავი :) მოკლედ გამომიწერა დასამშვიდებელი ზოლომაქსი,რადგანაც ძაან ემოციური ვარ მე ისე..ტონგკატ-ალი 2 ტაბლეტი დღეში 5 დღე და პოლიჟენი 12 კაფსულა..ამ ტონგკატ-ალის ვითომ უნდა მოემატებინა აგზნებადობა და უნდა გადავრეულიყავი როგორც ამ ექიმმა მიწინასწარმეტყველა,მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ :) ისევ ისე ვარ,ერთადერთი ის ცვლილებაა რო იმ პორველმა წამალმა ძილი დამირეგულირა და მკვდარივით მძინავს,ვიღას ახსოვს შენი სექსი :D და ამ პოლიჟენმა კი მადა გამიძლიერა და ახლა იმის მეშინია არ გავსუქდე და მეუღლე მთლად არ გავაქციო :D მოკლედ რა ვქნაა,რა წყალში გავავვარდე მირჩიეთ რამეე..ეს არის კარგია სექსიო,ასეო ისეო,ოჯახები იგრვე მაგის გამოო და… :D დამეხმარეთ თორე ქმარი გამექცევა ნამდვილად და ეს იქნება ოჯახის დანგრევის მიზეზი,სექსის დეფიციტის გამო :) დეფიციტი იმიტომ რომ,ჩემი მეუღლე რომ მხედავს არ მსიამოვნებს დიდად უკვე ისიც იშვიათად იჩენს ინიციატივას..და მე ნამდვილად არ ვაპირებ სექსის და სიამოვნების იმიტაციას,როგორც უამრავი ქალი იქცევა..ველი თქვენსგან პასუხს,უღრმესი მადლობა წინასწარ…


Viewing all articles
Browse latest Browse all 577

Trending Articles